ახალი ამბები

2024-07-16 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მენეჯმენტმა გურიაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და პირველი მოადგილე ლაშა ხმიადაშვილი გურიის რეგიონს ესტუმრნენ და სსე-ის მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.

სსე-ის მენეჯმენტმა მოინახულა ახალი ქვესადგურის „ოზურგეთი 220“ და ელექტროგადამცემი ხაზის „ოზურგეთი-ზოტი“ სამშენებლო სამუშაოები.

„უმნიშვნელოვანესი პროექტია რეგიონისთვის. მისი დასრულების შემდეგ, გურიისა და აჭარის რეგიონებში ამაღლდება გადამცემი ინფრასტრუქტურის საიმედოობა, რაც გააძლიერებს საქართველოს გადამცემ ქსელს“, - აღნიშნა გიორგი გიგინეიშვილმა.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს ENIP პროგრამის ფარგლებში. ENIP წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მასშტაბურ საინვესტიციო პროგრამას, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და KfW-ს განვითარების ბანკის პარტნიორობით. პროგრამის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 270 მლნ ევროს, რომელიც მოიცავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაფინანსებას KfW-ს მეშვეობით, EBRD-ის დაფინანსებას და „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის“ (EU NIP) მიერ გამოყოფილ 9,9 მლნ ევროს ოდენობის გრანტს, რომელიც KfW-ს მეშვეობით გაიცემა.

ენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამა (ENIP) თანადაფინანსებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ:

GEO-Funded by the EU-POS.jpg
rsz_german sm.jpg
rsz_kfw sm.jpg
rsz_ebrdTEST22
1 Guria Visi S  (1).jpg1 Guria Visi S  (2).jpg1 Guria Visi S  (3).jpg1 Guria Visi S  (4).jpg1 Guria Visi S  (5).jpg1 Guria Visi S  (6).jpg1 Guria Visi S  (7).jpg1 Guria Visi S  (8).jpg1 Guria Visi S  (9).jpg1 Guria Visi S  (11).jpg1 Guria Visi S  (10).jpg1 Guria Visi S  (12).jpg1 Guria Visi S  (13).jpg1 Guria Visi S  (14).jpg1 Guria Visi S  (15).jpg1 Guria Visi S  (16).jpg1 Guria Visi S  (17).jpg1 Guria Visi S  (18).jpg1 Guria Visi S  (19).jpg

კომუნიკაცია