ახალი ამბები

2024-07-01 

საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდა

1 ივლისიდან საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდა, რაც ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში. ბირჟაზე წარმოდგენილი იქნებიან გენერაციის ობიექტები და მსხვილი მომხმარებლები გარდა მარეგულირებელი, დიდი ჰესებისა და ტრეიდერებისა. აღნიშნული სახით ბაზარი 1 წლის ვადით იმოქმედებს, საათობრივი დაბალანსებისა და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედება კი სავალდებულო 2025 წლის პირველი ივლისიდან გახდება, რომლის ოპერირებასაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უზრუნველყოფს.

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ, შესაძლებელი იქნება მეტი ინვესტიციის მოზიდვა ენერგეტიკის დარგში, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი გახდება უფრო გამჭვირვალე, დაინერგება ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელი, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისთვის და ფასების გრძელვადიანი სტაბილურობისთვის.

birja-amokmedda-small.jpg

კომუნიკაცია