ახალი ამბები

2024-04-30 

ენერგეტიკის სექტორის კვლევის პრეზენტაცია

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი ენერგეტიკის სექტორის კვლევის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით გაიმართა და ენერგეტიკული და სხვა უწყებების წარმომადგენლებისთვის ენერგეტიკის სექტორის კვლევის შედეგების გაცნობას ითვალისწინებდა.

ღონისძიება სიტყვით გახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ „ენერგეტიკა ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული სექტორი და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია“.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სექტორული კვლევები და შეხვედრები ენერგეტიკისა და საფინანსო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის პერიოდულად გაიმართება, რაც მათ მოსაზრებების გაცვლის, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და სექტორის განვითარების მხარდაჭერის შესაძლებლობას მისცემს.

energetikis-seqtoris-kvlevis-prezentacia-1-small.jpgenergetikis-seqtoris-kvlevis-prezentacia-3-small.jpgenergetikis-seqtoris-kvlevis-prezentacia-4-small.jpg

კომუნიკაცია