ახალი ამბები

2024-09-30 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ დისპეტჩერების ახალი პროგრამა დაინერგა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დისპეტჩერებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ახალი, თანამედროვე სისტემა დანერგა. სსე-ის დაკვეთით, კომპანია Softx-მა შექმნა უნივერსალური ქართული პროდუქტი, რომელშიც გაერთიანდა დისპეტჩერული განაცხადების, ტელეფონოგრამის, ოპერატიული ჟურნალის და წლიური რემონტების მოდულები.
ახალმა სისტემამ ჩაანაცვლა ძველი ტექნოლოგიით შექმნილი ორი პროდუქტი, ასევე სისტემას დაემატა ორი სრულიად ახალი ფუნქციური მოდული. ძველი სისტემის შემთხვევაში, პროგრამული მოდულები შეიცავდა აპლიკაციებს, რომელთა ჩაწერა ყველა ენერგეტიკული კომპანიისთვის არ იყო ხელმისაწვდომი. ახალი ვებსისტემა არ საჭიროებს ინსტალაციას, შესაბამისად, ყველა კომპანიას შეეძლება პროგრამაში ჩართვა და მისი გამოყენება.
ოთხი დღის განმავლობაში, პროგრამული უზრუნველყოფის ტრენინგებზე, სსე-ის სათავო ოფისის თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ახალი სისტემის შესახებ და გაცნობოდნენ პროგრამის უპირატესობებს.
პროგრამული უზრუნველყოფის ახალი სისტემა სსე-ის დისპეტჩერებს დაეხმარება სამუშაოს უფრო ეფექტიანად წარმართვაში, ხელს შეუწყობს ენერგოსისტემის სწრაფ ოპერირებას, რაც, საბოლოო ჯამში, გააძლიერებს ქვეყნის ენერგოსისტემის იმედიანობას და ელექტროენერგიის მიმოცვლის საიმედოობას.

_19A0106-Enhanced-NR.jpg_19A0110-Enhanced-NR.jpg

კომუნიკაცია