ახალი ამბები

2023-07-14 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და TEIAS-ის ხელმძღვანელების შეხვედრა

ენერგეტიკის სექტორში საქართველოსა და თურქეთის ურთიერთთანამშრომლობის განხილვის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი თურქეთის გადამცემი სისტემის ოპერატორის (TEIAS) ხელმძღვანელობას შეხვდა.

ქართველმა და თურქმა კოლეგებმა იმსჯელეს ახალი ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-თორთუმი“ სამშენებლო ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო ღონისძიებებსა და სსე-სა და TEIAS-ს შორის ოპერირების ახალი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებულ საბოლოო პოზიციებზე. საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბორჩხა“ არსებული სიმძლავრის სრულად გამოყენების საკითხსაც.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და TEIAS-ის სამომავლო თანამშრომლობისა და გრძელვადიანი განვითარების გეგმის შექმნის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას და უზრუნველყოფს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის საიმედო ელექტროენერგეტიკულ კავშირს.

sse-is da TEIAS-is xelmZRvanelebis Sexvedra-1-small.jpgsse-is da TEIAS-is xelmZRvanelebis Sexvedra-2-small.jpgsse-is da TEIAS-is xelmZRvanelebis Sexvedra-3-small.jpg

კომუნიკაცია