ახალი ამბები

2023-11-29 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ AIB HUB-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და ევროპის წარმოშობის სერტიფიკატების გამცემ ორგანოთა ასოციაციის AIB HUB-ის წარმომადგენლებმა ლუკას გროემბკემ და ლიზბეტ სვიტენმა ხელი მოაწერეს დამკვირვებელი წევრის ხელშეკრულებას.

აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებით სსე-ს, როგორც წარმოშობის სერტიფიკატების გამცემ ორგანოს, აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს AIB HUB-ის მუშაობის სპეციფიკას და მიიღოს ინფორმაცია წარმოშობის სერტიფიკატებით ევროპის მასშტაბით ვაჭრობის შესახებ. დამკვირვებლის სტატუსის ფარგლებში, სსე-ს გამოცდილებას გაუზიარებენ AIB HUB-ის წევრები - ევროპის სერტიფიკატების გამცემი ორგანოები და ჰაბის ექსპერტები. სსე-ს, როგორც ჰაბის დამკვირვებელ წევრს, ექნება უფლება, დაესწროს AIB HUB-ის გენერალურ სხდომებსა და სქემის ჯგუფის კრებებს, ასევე, ექნება წვდომა AIB HUB-ის პლატფორმის გარკვეულ განყოფილებებზე.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2023 წლის დასაწყისში საქართველოში პირველად, განახლებადი ენერგიების წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა დაიწყო. წარმოშობის სერტიფიკატი წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს, რომელიც მომხმარებელს აწვდის სრულ ინფორმაციას განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ენერგიის რაოდენობის შესახებ და გამოიყენება, როგორც განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მხარდასაჭერად, ასევე ენერგიის მიმწოდებლებისა და მომხმარებლების მიერ განახლებადი ენერგიის გამოყენების წახალისებისთვის.

sse-is logo-small.jpg

კომუნიკაცია