ახალი ამბები

2023-08-09 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახალ 500 კვ. ქვესადგურს აშენებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და ამხანაგობა „ბემონი-იეოს“ წარმომადგენლებმა - YEO-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თოლუნაი ილდიზმა და „ბემონი ინჟინერია და მშენებლობის“ ხელმძღვანელმა გიორგი მირცხულავამ ქვესადგურის „იდლიანი 500“ მშენებლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ახალი ქვესადგური სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტში აშენდება.

პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს ენერგოსისტემას შეემატება უნიკალური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური, რომელიც უზრუნველყოფს სვანეთში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრეების ქსელში ინტეგრაციას, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებას.

ქვესადგურის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს ამხანაგობა „ბემონი-იეო“ ორი წლის ვადაში დაასრულებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 38,8 მილიონ დოლარს შეადგენს.

sse-axal-500k-qvesadgurs-aSenebs-1-small.jpgsse-axal-500k-qvesadgurs-aSenebs-2-small.jpgsse-axal-500k-qvesadgurs-aSenebs-3-small.jpgsse-axal-500k-qvesadgurs-aSenebs-4-small.jpg

კომუნიკაცია