ახალი ამბები

2023-09-22 

სამხატვრო კონკურსი

თუ ხარ პროფესიონალი ან დამწყები მხატვარი და თვლი, რომ თანამედროვე მსოფლიო ენერგეტიკის დარგის განვითარების გარეშე არ არსებობს, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა! გაიცანი ჩვენი კომპანია და ჩაერთე კონკურსში.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უკვე მესამედ აცხადებს თემატურ, სამხატვრო კონკურსს კომპანიის სლოგანის თემაზე „ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“, რომლის ფარგლებში გამოვლინდება სამი გამარჯვებული. კონკურსის საუკეთესო ორ ნამუშევარს გამოავლენს კომპანიის გუნდი, მესამე ადგილის მფლობელს კი შეარჩევს Facebook-ის მომხმარებელი მოწონებების საშუალებით. პირველ და მეორე ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორებს გადაეცემათ 2000 და 1500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები, ხოლო Facebook მომხმარებლის რჩეულს 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.

კონკურსის პირობები

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პროფესიონალ, დამწყებ თუ თვითნასწავლ მხატვარს 18 წელს ზემოთ;
  • კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ კომპანიის თანამშრომლები;
  • საკონკურსო ნახატი უნდა ეხმიანებოდეს ენერგეტიკის თემას;
  • ნახატზე უნდა ფიგურირებდეს ქვესადგური ან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ან ანძა;
  • ნახატი შესრულებული უნდა იყოს ტილოზე და შექმნილი უნდა იყოს კონკურსის ფარგლებში. ზომა არანაკლებ 45X30 სმ. სასურველია ჰორიზონტალურ (landscape) ფორმატში.

კონკურსანტებმა შექმნილი ნამუშევრები უნდა მოიტანონ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში (თბილისი, ბარათაშვილის ქ. №2) 2023 წ. 27 ოქტომბრამდე.
ნამუშევრების ფოტოები აიტვირთება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ა. წ. 6 ნოემბერს;
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2023 წლის 14 ნოემბერს;
6 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, ერთი კვირის განმავლობაში, Facebook-ის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მოწონებების საშუალებით გამოავლინოს თავისი რჩეული.
კონკურსის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული ნახატები რჩება კომპანიას და მას ექსკლუზიურად ეკუთვნის უფლება, გამოიყენოს ისინი თავისი შეხედულებისამებრ. სხვა ნამუშევრები დაუბრუნდებათ ავტორებს.

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ტელ: 2 510 267.

samxatvro-konkursi-resize.jpg

კომუნიკაცია