2023-06-21
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ენერგეტიკის რეგიონულ კონფერენციაზე
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა, ზვიად გაჩეჩილაძემ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობით გამართულ ენერგეტიკის რეგიონულ კონფერენციაში.
ზვიად გაჩეჩილაძემ ისაუბრა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ელექტროენერგეტიკული ბაზრების გახსნის პერსპექტივებსა და არსებული ტენდენციების შესახებ, განიხილა საქართველოში მიმდინარე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების რეფორმა.
საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას, რომლის განხორციელების შედეგად სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნები საქართველოს მეშვეობით დაუკავშირდებიან ევროპულ ელექტროენერგეტიკულ ბაზრებს.
კონფერენციას ესწრებოდნენ ევროკომისიის, საერთაშორისო განახლებადი ენერგიის და ევროპის მარეგულირებელ ორგანოთა ასოციაციების, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოსა და გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) წარმომადგენლები.