2023-10-11
KfW-ს განვითარების ბანკის წარმომადგენლების ვიზიტი სსე-ში
KfW-ს განვითარების ბანკის წარმომადგენლები ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის (ENIP) ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ეწვივნენ. დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები გაეცნენ მათ მიერ მხარდაჭერილი პროექტების - ოზურგეთის ქვესადგურის, ელექტროგადამცემი ხაზის „ზოტი-ოზურგეთი“ და ლაჯანურის ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოებს.
ვიზიტის ფარგლებში KfW-ს განვითარების ბანკის წარმომადგენლები შეხვდნენ სსე-ის გენერალურ დირექტორს - გიორგი გიგინეიშვილს და დირექტორის პირველ მოადგილეს - ლაშა ხმიადაშვილს. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
KfW-ს განვითარების ბანკის მხარდაჭერით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, რაც სამომავლოდ მკვეთრად გაზრდის ქვეყნის ენერგომომარაგების საიმედოობას, უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას.