ახალი ამბები

2023-06-23 

ინგლისური ენის კურსი ენერგეტიკოსებისთვის

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებს პროფესიული სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

სასწავლო პროგრამა „ინგლისური ენის კურსი ენერგეტიკოსებისთვის“, რომელიც სსე-ში 2013 წლიდან ხორციელდება, პროფესიულ ინგლისურ ენაში თანამშრომლების გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები პროფესიულ ენაზე ურთიერთობენ უცხოელ კოლეგებთან და აწარმოებენ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს.

2023 წელს, სსე-ის თანამშრომლისა და პროგრამის ხელმძღვანელის მაია ლოლაშვილის ინიციატივით, ქართულ ენერგეტიკულ სივრცეში პირველი პროფესიული სახელმძღვანელო შეიქმნა, რომლის მეშვეობით მნიშვნელოვნად გამარტივდა და სრულყოფილი გახდა სწავლების პროცესი. აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელო რომლითაც მომავალში წარმატებით ისარგებლებს ენერგეტიკის დარგი, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სახელით შეიქმნა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, რაც გულისხმობს უწყვეტ ურთიერთობას საერთაშორისო პარტნიორებთან და საჭიროებს ადამიანური რესურსის მაღალ კვალიფიკაციას. კომპანია ყოველწლიურად ნერგავს და ახორციელებს სხვადასხვა სასწავლო კურსს, პროგრამასა თუ ტრენინგს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას, ორგანიზაციული კულტურის ამაღლებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.

inglisuri enis kursi energetikosebisTvis -1-small.jpginglisuri enis kursi energetikosebisTvis -2-small.jpg

კომუნიკაცია