2023-01-18
გიორგი გიგინეიშვილმა სსე-ის თანამშრომლებს სპეცტანსაცმელი გადასცა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა სსე-ის თანამშრომლებს ზაფხულისა და ზამთრის სპეცტანსაცმლის სრული კომპლექტები გადასცა.
ოპერატიული პერსონალისთვის კომპანიამ შეიძინა 350 რკალგამძლე, ხოლო დანარჩენი ტექნიკური პერსონალისთვის 650 ერთეული სპეცტანსაცმელი.
„მიხარია, რომ ჩვენი კომპანიის 1000 თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით. მათი სამუშაო ძალიან საპასუხისმგებლოა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მაქსიმალურად დავიცვათ შრომის უსაფრთხოების წესები" - განაცხადა გიორგი გიგინეიშვილმა.