ახალი ამბები

2023-10-23 

გიორგი გიგინეიშვილი სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დაარსების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.

კონფერენციაზე სიტყვით წარდგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე.

ღონისძიებაზე სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ისაუბრა კომისიის განვითარების ეტაპებსა და სამომავლო გეგმებზე, ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებისათვის განხორციელებულ პროექტებზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე.

ღონისძიების დასასრულს, სემეკის თავმჯდომარემ მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს.

giorgi-gigineiSvili-semekis-daarsebis-dRisadmi-miZRvnil-konferencias-daeswro-1-small.jpggiorgi-gigineiSvili-semekis-daarsebis-dRisadmi-miZRvnil-konferencias-daeswro-2-small.jpg

კომუნიკაცია