2023-05-24
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ General Electric-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორმა დისპეტჩერიზაციის საკითხებში გიორგი ამუზაშვილმა მონაწილეობა მიიღო კომპანია GE-ის (General Electric) ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში.
კონფერენეციაზე განხილულ იქნა: WAMS-ის (გაფართოებული მონიტორინგის სისტემა) პროგრამული უზრუნველყოფის ტრანსფორმაციის გეგმა, განახლებადი ენერგიის წყაროების მიერთების შედეგად წარმოქმნილი გამოწვევები, სხვადასხვა მოწინავე ქვეყნის ელექტროენერგეტიკის განვითარების გეგმა და ასევე, კომპანია GE-ის გადაწყვეტილებები ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის და განაწილების სისტემის ოპერატორებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში WAMS-ის პროგრამული უზრუნველყოფის კვლევით ცენტრში კომპანიის თანამშრომლებმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებს წარუდგინეს პრეზენტაცია WAMS-ის ახალი ფუნქციების და შესაძლებლობების შესახებ.
WAMS-ი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ 2015 წელს დაინერგა. მისი მეშვეობით ხორციელდება საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მომხდარი ავარიების ანალიზი, ასევე WAMS-ის სისტემით ხდება იმ გენერატორების მონიტორინგი, რომლებიც არ შეესაბამება ქსელის წესებით დადგენილ მოთხოვნებს.