2023-09-25
USAID-ის კავკასიის მისიის ხელმძღვანელი ქვესადგურს „ახალციხე 500“ ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი და USAID -ის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ქვესადგურ „ახალციხე 500-ს“ ესტუმრნენ, გაეცნენ ქვესადგურის და იქ დამონტაჟებული მუდმივი დენის ჩანართის ფუნქციონირების პრინციპებს.
ჯონ პენელს ახალციხის ქვესადგურში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თორნიკე ყაზარაშვილმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ უმასპინძლეს.
ქართველმა და ამერიკელმა კოლეგებმა მიმოიხილეს საქართველოს ელექტროენერგეტიკული ქსელის USAID-ის პროგრამასთან თანამშრომლობით მიმდინარე პროექტები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
ქვესადგური „ახალციხე 500“ სსე-ის ერთ-ერთ საკვანძო ქვესადგურს წარმოადგენს, რომელსაც ელექტროენერგიის მიმოცვლის თვალსაზრისით, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ქვესადგურში განთავსებულია ორი 350 მეგავატიანი მუდმივი დენის ჩანართი.
„ახალციხე 500“ -ის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაგეგმილია მუდმივი დენის ჩანართის მესამე ბლოკის მოწყობა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს 1050 მგვტ-მდე გაზარდოს ელექტროენერგიის მიმოცვლა თურქეთთან.