ახალი ამბები

2023-12-28 

შეხვედრა ოთხი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის პროექტის ფარგლებში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის და უნგრეთის ენერგეტიკულ კომპანიებს შორის გამართულ სამუშაო შეხვედრაში. შეხვედრა ქალაქ ბაქოში „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში“ შეთანხმების ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრაზე ოთხი ქვეყნის ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა განიხილეს ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებული სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხები, მათ შორის, მოისმინეს საქართველოს მხრიდან წარდგენილი მოსაზრებები და შეთავაზებები. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე და შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამუშაო შეხვედრა საქართველოში გაიმართება.

„სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში“ შეთანხმება, რომელსაც 2022 წლის 17 დეკემბერს ბუქარესტში, ოთხი ქვეყნის მთავრობებს შორის მოეწერა ხელი, გულისხმობს ზემოაღნიშნულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების კუთხით. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შემდგომ განვითარებაში ერთობლივი თანამშრომლობა (პროექტირებასთან, მშენებლობასთან და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები). პროექტი ამჟამად ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ფაზაშია. მისი განხორციელების შედეგად სამხრეთ კავკასიის და ევროპის ენერგოსისტემები პირდაპირ დაუკავშირდება ერთამენთს, რაც უდიდესი საინვესტიციო შესაძლებლობაა, როგორც საქართველოსთვის, ასევე მისი მეზობელი ქვეყნებისთვის.

Sexvedra oTxi qveynis strategiuli partniorobis proeqtis farglebSi-1-small.jpgSexvedra oTxi qveynis strategiuli partniorobis proeqtis farglebSi-2-small.jpg

კომუნიკაცია