ახალი ამბები

2023-02-24 

შეხვედრა კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში მიმდინარე სამშენებლო პროექტების განხილვის მიზნით, სსე-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე კახაბერ ქებურია და კომპანიის დირექტორი იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში ვანო ზარდიაშვილი კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების Larsen and Toubro, Bozlar Yapi, KEC International, Mitas, Best წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს სამშენებლო პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის სტანდარტებთან შესაბამისობა. შეთანხმდა რეაგირების გეგმები, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პროექტების შეფერხების რისკები. ასევე, საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის კომპონენტებს, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობისა და გაძლიერების მიმართულებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს. კომპანიის მიზანია, მშენებლობის პროცესი წარიმართოს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობით და დაცული იყოს გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტები.

Sexvedra-kontraqtori-kompaniebis-warmomadgenlebTan-1-small.jpgSexvedra-kontraqtori-kompaniebis-warmomadgenlebTan-2-small.jpgSexvedra-kontraqtori-kompaniebis-warmomadgenlebTan-3-small.jpgSexvedra-kontraqtori-kompaniebis-warmomadgenlebTan-4-small.jpg

კომუნიკაცია