ახალი ამბები

2023-11-20 

შემეცნებითი ტური 10 სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ (GESRP) ფარგლებში სამი დღის განმავლობაში, 10 სხვადასხვა სკოლის, 150-მდე მოსწავლეს უმასპინძლა.

სსე-ის სათავო ოფისში მოსწავლეებმა მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, გაეცნენ მისი მუშაობის ძირითად პრინციპებს, დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, ჩაუტარდათ პრეზენტაცია ენერგეტიკის თემაზე და მიიღეს ინფორმაცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.

„საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ევროკავშირისა და KfW-ის განვითარების ბანკის მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით 2021 წლიდან ხორციელდება.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2016 წლიდან აქტიურ რეჟიმში ახორციელებს შემეცნებით ტურს თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის, რაც, პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება. სსე-ის მიზანია, რაც შეიძლება მეტ სკოლის მოსწავლეს თუ სტუდენტს გააცნოს კომპანია, მიმდინარე მასშტაბური პროექტები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

shemecnebiti-turi-10-skola-1-small.jpgshemecnebiti-turi-10-skola-2-small.jpgshemecnebiti-turi-10-skola-3-small.jpgshemecnebiti-turi-10-skola-4-small.jpgshemecnebiti-turi-10-skola-5-small.jpgshemecnebiti-turi-10-skola-6-small.jpgshemecnebiti-turi-10-skola-7-small.jpgshemecnebiti-turi-10-skola-8-small.jpg

კომუნიკაცია