ახალი ამბები

2022-09-22 

უზბეკური სისტემის ოპერატორის ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს უზბეკეთის სისტემის ოპერატორის „უზბეკეთის ეროვნული ელექტრული ქსელის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე სსე-ის თანამშრომლებმა უზბეკ კოლეგებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელებული პროექტები და კომპანიის სამომავლო გეგმები გააცნეს. სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია SCADA-ს სისტემის განახლების პროექტის დეტალებზე, რომელიც სსე-მ წარმატებით დანერგა და შედეგად, ქვესადგურებიდან შემოსული მონაცემების გაზომვა, მონიტორინგი და დისტანციური მართვა მარტივი და მოქნილი გახდა. განხილული იქნა გადამცემი სისტემის დაგეგმვის, სისტემის ოპერირების, ორგანიზაციული განვითარებისა და ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებიც.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ასევე მოინახულეს ქვესადგური „ახალციხე-500“ და იქ განათავსებული მუდმივი დენის კონვერტორული სადგური, რომლითაც საქართველოს ენერგეტიკული სისტემიდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება.

Uzbekistan44.jpgUbekistan33.jpgUzbekistan22.jpgUzbekistan11.jpg

კომუნიკაცია