ახალი ამბები

2022-12-19 

ტრენინგი ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების რეფორმის შესახებ, რომელსაც განახლებადი ენერგიების მწარმოებლები და ტრეიდერები ესწრებოდნენ.
ტრენინგი სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ გახსნა. მასზე განხილულ იქნა: სსე-ის მიერ სერტიფიკატების სისტემის დანერგვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, სსე-ის ფუნქციები და მოვალეობები სერტიფიკატების რეესტრის მართვის ფარგლებში, განმცხადებლის ანგარიშის მფლობელად და წარმოების საშუალებად რეესტრში რეგისტრაციის წესები და წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისა და გადაცემის საფუძვლები. ხაზი გაესვა კომპანიის სამომავლო გეგმებს, წარმოშობის სერტიფიკატებით ვაჭრობის მექანიზმის ორგანიზების მიმართულებით.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ წარმოშობის სერტიფიკატების რეესტრის წარმოებისთვის საჭირო პროგრამულ პლატფორმას და მისი გამოყენების პრინციპებს, რომელიც დაეხმარება საქართველოს გენერაციის სექტორს ზუსტად და დამაჯერებლად აღრიცხოს წარმოებული განახლებადი ენერგია.
2023 წლიდან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემას დაიწყებს. სერტიფიკატის მოპოვება სავალდებულო გახდება განახლებადი წყაროებიდან ენერგიის ყველა მწარმოებლისთვის. სსე-მ უკვე შეიმუშავა განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესის პროექტი და დანერგა GREXEL-ის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემისა და გადაცემის ელექტრონული პლატფორმა. შედეგად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გახდა ენერგეტიკულ გაერთიანებაში გადამცემი სისტემის პირველი ოპერატორი, რომელმაც გააფორმა GREXEL-თან ხელშეკრულება ეროვნული ელექტრონული სერტიფიკატების რეესტრის წარმოების შესახებ.

training11S.jpgtraining22S.jpg

კომუნიკაცია