2022-02-22
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს გიორგი გიგინეიშვილი უხელმძღვანელებს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ სსე-ის ახალი ხელმძღვანელი გიორგი გიგინეიშვილი წარადგინა, ახალ მმართველს წარმატება უსურვა, უჩა უჩანეიშვილს კი გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგის ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, მმართველობით თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
სხვადასხვა პერიოდში იკავებდა „შაქშაჰეთ ჰესის“, „ჭიორა ჰესის“, „ჩვეშურა ჰესის“ დირექტორის თანამდებობებს. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
გიორგი გიგინეიშვილის კვალიფიკაცია, გამოცდილება და ენერგეტიკის ცოდნა მნიშვნელოვანია ენერგოსისტემის განვითარებისთვის.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ წარმატებებს უსურვებს ახალ ხელმძღვანელს!

