2022-10-28
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრს, ზვიად გაჩეჩილაძეს, და სსე-ის თანამშრომელს, გურამ მახარაძეს, მადლობის სიგელები გადაეცათ. კომპანიის თანამშრომლები სიგელებით დააჯილდოვეს წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და უნგრეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრმა და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ფალ შაგვარიმ.
მადლობის სიგელები ასევე გადაეცათ „საქართველოს გაზის კომპანიის“, „თბილისი ენერჯის“, „სოკარ ჯორჯია გაზის“„ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „თელასის“ წარმომადგენლებს.
დაჯილდოების ცერემონია განახლებადი ენერგიების სამდღიანი საინვესტიციო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა და მას სხვადასხვა ენერგოკომპანიის წარმომადგენლები და მმართველი პირები ესწრებოდნენ.