2022-09-30
სასისტემო ავარიული ვარჯიში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებმა სასისტემო ავარიულ ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა და იმიტირებული სასისტემო ავარია წარმატებით აღმოფხვრეს. ავარიულ ვარჯიშს სსე-ის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერებთან და მორიგე-ოპერატიულ პერსონალთან ერთად, „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „გარდაბნის თბოსადგური 1-2“-ის, „ენგურჰესის“, „ლახამიჰესის“, „ვარციხე ჰესის კასკადის“ და სხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.
ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების დაუფლების მიზნით, ავარიული ვარჯიში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში ყოველკვარტალურად ტარდება და ენერგეტიკული ორგანიზაციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას, დისპეტჩერების მომზადების დონის შემოწმებასა და ავარიული სიტუაციების დროს ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენის მეთოდების შესწავლას ემსახურება.