ახალი ამბები

2022-05-25 

სამუშაო შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ინდური სამშენებლო კომპანიის KEC International Limited-ის ხელმძღვანელ პირებს სანჯივ აგავალის და შაში ბუშან ოჯას შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე კახაბერ ქებურია. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ელექტროგადამცემი ხაზების „წყალტუბო-ახალციხე“ და „ახალციხე-თორთუმი“ მშენებლობის პროექტის დეტალები, რომლის სამშენებლო სამუშაოებსაც კომპანია KEC International Limited განახორციელებს. აღინიშნა, რომ პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობისთვის. მისი განხორციელების შედეგად, მკვეთრად გაიზრდება ქვეყნის ენერგოქსელის გამტარუნარიანობა და საიმედოობა, შემცირდება ავარიული გამორთვებისა და მიუწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე, ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გრძელვადიან პერსპექტივებზე.

Shexvedra saministroshi-25.05.22.-small.jpg

კომუნიკაცია