2022-09-13
პროგრამა EU4Energy-ს ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში პროგრამის EU4Energy ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ექსპერტები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში, ჩატარდა ვორქშოპი ელექტროენერგიის სექტორში რისკების მზადყოფნის რეგულაციის დანერგვასა და ელექტროენერგიის საგანგებო სიტუაციების დროს რისკის მართვის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. შეხვედრა ჰიბრიდულად მიმდინარეობდა, სტუმრების ნაწილი მონაწილეობდა ონლაინ რეჟიმში.
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მთავარი მიზანი ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის გავრცელებაა. პროგრამა EU4Energy ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს საინვესტიციო შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებაში ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში.