ახალი ამბები

2022-11-21 

ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნათან დაკავშირებული საკოორდინაციო შეხვედრა

ორგანიზებული ბაზრების განვითარებისა და ელექტროენერგიის აღრიცხვის საკითხებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორმა ზვიად გაჩეჩილაძემ ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებულ საკოორდინაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა და მის მიზანს ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების, მსხვილი მომხმარებლებისა და სხვა დაინტერესებული პირების ერთობლივი სამუშაო პროცესის დაგეგმვა წარმოადგენდა.

რეფორმის ფარგლებში გამოვლენილი რისკებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორების წარმომადგენლებმა სიმულაციურ რეჟიმში მოქმედი ბაზრის ფუნქციონირების შესახებ შემაჯამებელი პრეზენტაციები წარადგინეს. ზვიად გაჩეჩილაძემ გააკეთა პრეზენტაცია საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ფუნქციონირების შესახებ, ისაუბრა ამ მიმართულებით სსე-ის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, ბაზრის სიმულაციური რეჟიმის შედეგებზე და და სამომავლო გეგმებზე.

ელექტროენერგეტიკული ბაზარი, რომელიც საქართველოში 2023 წელს ამოქმედდება, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას გულისხმობს. ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უზრუნველყოფს.

eleqtroenergetikuli-bazris-gaxsnaTan-dakavSirebuli-sakoordinacio-Sexvedra-4-small.jpgeleqtroenergetikuli-bazris-gaxsnaTan-dakavSirebuli-sakoordinacio-Sexvedra-1-small.jpgeleqtroenergetikuli-bazris-gaxsnaTan-dakavSirebuli-sakoordinacio-Sexvedra-2-small.jpgeleqtroenergetikuli-bazris-gaxsnaTan-dakavSirebuli-sakoordinacio-Sexvedra-3-small.jpg

კომუნიკაცია