ახალი ამბები

2022-10-11 

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტრენინგები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში სსე-ის ტექნიკური უსაფრთხოებისა და ინსპექციის თანამშრომლებს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ტრენინგები ჩაუტარდათ.

ტრენინგები „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დაიგეგმა და მასში სამუშაოების დაგეგმვა-წარმოებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირები მონაწილეობდნენ.

ტრენინგების თემა იყო საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების შეფასება და მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას სამართლებრივი, უსაფრთხო შრომის პრინციპების, არსებული საფრთხეებისა და რისკების და მათი კონტროლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისა და მოსალოდნელი საფრთხეების იდენტიფიცირებისთვის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მომავალშიც გეგმავს დასაქმებულთათვის შრომის უსაფრთხოებისთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარებას.

Sromis-usafrTxoebasTan-dakavSirebuli-treningebi-sse-Si-1-small.jpgSromis-usafrTxoebasTan-dakavSirebuli-treningebi-sse-Si-2-small.jpg

კომუნიკაცია