2022-07-26
შიდა აუდიტისა და რისკების მართვის ტრენინგი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებისთვის
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებმა აუდიტორული კომპანია KPMG-ის მიერ ჩატარებულ სამდღიან ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გაიმართა. ტრენინგებში სსე-ის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის 60-ზე მეტი თანამშრომელი იყო ჩართული.
ტრენინგების თემას შიდა აუდიტისა და რისკების მართვის საკითხების განხილვა წარმოადგენდა. მონაწილეები გაეცნენ მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების გამოცდილებას აუდიტის მიმართულებით, ჩაუტარდათ პრაქტიკული და თეორიული ტრენინგები ორგანიზაციული რისკების, მათი მართვის პროცესისა და გადაჭრის გზების შესახებ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუდმივად იზიარებს მსოფლიოს თანამედროვე პრაქტიკებზე დაფუძნებულ გამოცდილებას, რაც ორგანიზაციულ პროცესს უფრო ეფექტიანს ხდის და ხელს უწყობს დამოუკიდებელი და ობიექტური სტრუქტურის ჩამოყალიბებას.