ახალი ამბები

2022-01-01 

2022 წელი ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა უჩა უჩანეიშვილმა სსე-ის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერებს 2022 წლის დადგომა მიულოცეს.

„ჩვენი დისპეტჩერები პასუხისმგებელნი არიან ქვესადგურებისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ოპერირებაზე, ქვეყნის უწყვეტი ენერგომომარაგება სწორედ მათზეა დამოკიდებული. ვულოცავ მათ ახალი წლის დადგომას, ბედნიერება და სიკეთე მათ ოჯახებს!“ - განაცხადა უჩა უჩანეიშვილმა.

ნათია თურნავამ და რომეო მიქაუტაძემ დისპეტჩერებს მადლობა გადაუხადეს პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომისა და კოორდინირებული მუშაობისთვის და ქვეყნის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის სამსახურში დიდხანს ყოფნა უსურვეს.

2022-weli-erovnul-sadispetchero-centrshi-1-small.jpg2022-weli-erovnul-sadispetchero-centrshi-2-small.jpg2022-weli-erovnul-sadispetchero-centrshi-3-small.jpg2022-weli-erovnul-sadispetchero-centrshi-4-small.jpg