ახალი ამბები

2021-05-13 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოში გადამცემი ქსელის ერთადერთი ოპერატორია

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ ახალი ლიცენზია მიიღო. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ კომპანიის სახელზე ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია გასცა.

ლიცენზიის თანახმად, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 ივლისიდან შევა, სსე უფლებამოსილია, განახორციელოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე ელექტროენერგიის ტრანსპორტირება მისი ტრანსსასაზღვრო გადადინებისთვის, განაწილების ან/და საბოლოო მოხმარების მიზნებისათვის, შეასრულოს ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები, მათ შორის გადამცემი სისტემის ოპერირება, მოვლა-პატრონობა და განვითარება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, გადამცემი სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთდაკავშირება და, ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, სისტემის გრძელვადიანი შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

სალიცენზიო პირობების საფუძველზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოში გადამცემი ქსელის ერთადერთი ოპერატორია.

logo GEO-small.jpg

კომუნიკაცია