ახალი ამბები

2021-10-19 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ წარმატებით გაიარა ხარისხის მართვის სისტემის ზედამხედველობის აუდიტი

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ წარმატებით გაიარა ხარისხის მართვის სისტემის ზედამხედველობის ყოველწლიური აუდიტი, რომლის შედეგების საფუძველზე, კომპანიას შეუნარჩუნდა ISO-9001 სტანდარტის სერტიფიკატის მოქმედება. აუდიტორული მომსახურება აუდიტისა და სერტიფიცირების საერთაშორისო კომპანია DQS-ის აუდიტორების მიერ განხორციელდა.

ხარისხის მართვის სამწლიანი სერტიფიკატი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს 2014 წელს მიენიჭა. იმ პერიოდისთვის, სსე საქართველოში პირველი ენერგეტიკული ორგანიზაცია იყო, რომელიც აღნიშნულ სერტიფიკატს ფლობდა. 2017 წელს, კომპანია DQS GmbH-მა სამწლიანი სერტიფიკატი გასცა, 2021-ში კი, სსე-მ წარმატებით გაიარა ხელახალი რესერტიფიცირება და ახალი სერტიფიკატის მოქმედების ვადად 2023 წლის 13 ოქტომბერი განისაზღვრა, რომელიც სამი წლის განმავლობაში, ზედამხედველობის აუდიტების ჩატარებას გულისხმობს.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუდმივად ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებს, სრულყოფს კომპანიის ინფრასტრუქტურას, აფასებს იმ რისკებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე. სსე განაგრძობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და დგას იმ კომპანიების გვერდით, რომელთაც მსოფლიო ბაზარზე წამყვანი პოზიციები უჭირავთ.

logo GEO-small.jpg

კომუნიკაცია