ახალი ამბები

2021-05-06 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” გადამცემი სისტემის ოპერატორად იქნა სერტიფიცირებული

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით, განხორციელდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გადამცემი სისტემის ოპერატორად სერტიფიცირება.

სერტიფიცირება განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაბამისობას დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან. გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ზედამხედველი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია იქნება.

შემდგომ ეტაპზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უნდა განახორციელოს სერტიფიცირებული გადამცემი სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია. ლიცენზიის მიღების შემდეგ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოში ერთადერთი გადამცემი სისტემის ოპერატორი იქნება.

პირველი მასშტაბური ენერგეტიკული რეფორმის განხორციელება, რომელიც ევროკავშირის სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებას გულისხმობს, ხელს შეუწყობს ენერგოსისტემის საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებას.

logo GEO-small.jpg

კომუნიკაცია