ახალი ამბები

2021-11-03 

შეხვედრა KFW-ს წარმომადგენლებთან

საქართველოს ენერგოსისტემაში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში სსე-ის გენერალური დირექტორის უჩა უჩანეიშვილის ხელმძღვანელობით, გერმანიის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში სსე-ის როლისა და მნიშვნელოვანი ფუნქციის შესახებ. პრეზენტაციაში განხილული იყო კომპანიის განვითარების ისტორია, ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმის საკითხი და სსე-ის ფინანსური ანალიზი. ხაზი გაესვა კომპანიაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსაც, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გერმანიის მთავრობის ხელშეწყობითა და KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი მუშაობის ზოგად პრინციპებს. გერმანიის დელეგაციის მხრიდან, გამოითქვა მზადყოფნა საქართველოს ენერგოსტაბილურობისთვის მნიშვნელოვან პროექტებში თანამონაწილეობისა და სამომავლო მხარდაჭერის შესახებ.

smallones (1).jpgsmallones (3).jpgsmallones (4).jpgsmallones (10).jpgsmallones (6).jpgsmallones (5).jpgsmallones (9).jpgsmallones (2).jpgsmallones (7).jpgsmallones (8).jpg

კომუნიკაცია