ახალი ამბები

2021-06-15 

კონფერენცია ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ზურაბ ეზუგბაიამ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინიციატივით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის თემას ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმის განხილვა წარმოადგენდა და მას ესწრებოდნენ: სემეკის, სამთავრობო უწყებების, დონორი ორგანიზაციებისა და ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები.

კონფერენცია გახსნეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირებისა და ახალი საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, იმსჯელეს სამომავლო სტრატეგიულ ნაბიჯებზე. ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა პრეზენტაცია საბალანსო ბაზრის ფარგლებში მიმდინარე პროცესის, უახლესი გეგმებისა და გამოწვევების შესახებ.

ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ უნდა უზრუნველყოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება, რაც ევროკავშირის სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას გულისხმობს.

konferencia-energoseqtorSi-mimdinare-reformis-farglebSi-1-small.jpgkonferencia-energoseqtorSi-mimdinare-reformis-farglebSi-2-small.jpgkonferencia-energoseqtorSi-mimdinare-reformis-farglebSi-3-small.jpg

კომუნიკაცია