ახალი ამბები

2021-03-12 

შეხვედრა „ენგურჰესზე" მიმდინარე სამუშაოების გაცნობის მიზნით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ჭანტურია და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ხელმძღვანელი ზაზა დვალიშვილი „ენგურჰესს“ ესტუმრნენ და ჰიდროელექტროსადგურზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. ენერგოკომპანიების ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს თაღოვანი კაშხალი და სადერივაციო გვირაბი, შეაფასეს რეაბილიტაციის პროცესი და სამუშაოების მოცულობა.

საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა „ენგურჰესმა" სადერივაციო გვირაბში დაგეგმილი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვარს, 3 თვით შეწყვიტა მუშაობა. სამუშაოები 10-12 წელიწადში ერთხელ ხორციელდება და დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სტაბილური და საიმედო ენერგომომარაგებისთვის.

Sexvedra-engurhesze-mimdinare-samuSaoebis-gacnobis-mizniT-1-small.jpgSexvedra-engurhesze-mimdinare-samuSaoebis-gacnobis-mizniT-2-small.jpgSexvedra-engurhesze-mimdinare-samuSaoebis-gacnobis-mizniT-3-small.jpgSexvedra-engurhesze-mimdinare-samuSaoebis-gacnobis-mizniT-4-small.jpg

კომუნიკაცია