ახალი ამბები

2021-10-28 

შეხვედრა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის ფარგლებში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა/ დირექტორმა ინტერკონექციისა და ორგანიზებული ბაზრების განვითარების საკითხებში ზურაბ ეზუგბაიამ მონაწილეობა მიიღო საბითუმო ბაზრის მონაწილე პირდაპირი მომხმარებლების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაში, რომელიც სემეკ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით გაიმართა.

შეხვედრის მიზანს პირდაპირი მომხმარებელი საწარმოების წარმომადგენლებისთვის ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობის პროცესის გაცნობა წარმოადგენდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეებს ახალი ბაზრის სტრუქტურის პირობებში შემუშავებული საკანონმდებლო ჩარჩოს მოთხოვნები წარუდგინეს, ზურაბ ეზუგბაიამ კი მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე სავალდებულო რეგისტრაციის ვადების, პროცედურებისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უზრუნველყოფს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას, რაც, ევროკავშირის სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას გულისხმობს.

Sexvedra-eleqroenergiis-bazris-reformis-farglebSi-1-small.jpgSexvedra-eleqroenergiis-bazris-reformis-farglebSi-2-small.jpgSexvedra-eleqroenergiis-bazris-reformis-farglebSi-3-small.jpg

კომუნიკაცია