ახალი ამბები

2020-01-24 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებმა საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ, ენერგეტიკულ, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობისა და საბალანსო ბაზრის რიგით მე-5 ფორუმში, რომელიც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა.
ფორუმზე განიხილეს ტრანსსასაზღვრო ბაზრის პოლიტიკა და რეგულაციები, იმსჯელეს ელექტროგადამცემი სისტემისა და ენერგეტიკული ბირჟების ოპერატორების, ინდუსტრიული მომხმარებლებისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების ხედვაზე ენერგეტიკის სფეროს ახალ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. მომხსენებლებად წარმოდგენილნი იყვნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორების, ელექტროენერგიის მწარმოებლების, დარგის რეგიონალური ორგანიზაციების, ენერგეტიკული ბირჟების, საკონსულტაციო ორგანიზაციებისა და რეგულატორების წამყვანი ექსპერტ - კონსულტანტები და მმართველი ორგანოების წარმომადგენლები. მომხსენებლები შეეხნენ დღით ადრე და დღიური ბაზრების ტრანსასაზღვრო დონეზე ინტეგრირების, ორგანიზებული საბალანსო ბაზრების შემდგომი განვითარების, სიმძლავრის განაწილებისა და გადატვირთვების მართვის საკითხებს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი პლატფორმა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მჭიდრო კავშირების დასამყარებლად.

forumi large1.jpgforumi large2.jpgforumi large3.jpgforumi large4.jpg

კომუნიკაცია