2020-09-16
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მრავალშვილიან თანამშრომლებს „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ
ახალი სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა სსე-ის 36 მრავალშვილიან თანამშრომელს, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი, „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ბარათები გადასცა.
„ჩვენი კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებზე, ვცდილობთ, სხვადასხვა აქტივობით გავზარდოთ მათი მოტივაცია, მოტივირებული თანამშრომელი ხომ ყველა კომპანიისთვის შეუცვლელი რესურსია. ვიმედოვნებ, მრავალშვილიან თანამშრომელთა რიცხვი ჩვენს კომპანიაში კიდევ უფრო გაიზრდება,“- განაცხადა უჩა უჩანეიშვილმა.