2020-02-07
„სომხეთი-საქართველოს გადამცემი ქსელის დაგეგმვის პროექტის“ რეგიონული სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „სომხეთი-საქართველოს გადამცემი ქსელის დაგეგმვის პროექტის“ რეგიონული ჯგუფის მორიგ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ქალაქ ოდესაში გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც ორი ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორების გარდა შესაბამისი მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, წარმოადგინეს სომხეთი-საქართველოს სისტემათაშორისი კავშირის ეკონომიკური ანალიზის კვლევის პირველადი ანგარიში. შეჯერდა კვლევის ძირითადი მოდელები, დაზუსტდა კვლევის სრულყოფილად განსახორციელებლად საჭირო მონაცემები და დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები.
ასევე ჩატარდა სემინარი პროგრამა ANTARES-ის გამოყენებით მოდელირებაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „ელექტროენეგეტიკული სისტემის ოპერატორის“ გადამცემი ქსელის დაგეგმვის საკითხებზე მომუშავე თანამშრომლებმა.
„სომხეთი-საქართველოს გადამცემი ქსელის დაგეგმვის პროექტი“ აშშ-ს ენერგეტიკის ასოციაციისა (USEA) და USAID-ის ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და „შავი ზღვის რეგიონული გადამცემი ქსელის დაგეგმვის პროექტის“ ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. პროექტის მიზანია სომხეთისა და საქართველოს ენერგეტიკულ სისტემებს შორის ელექტროენერგიის სარეზერვო სიმძლავრეების მიმოცვლისა და ვაჭრობის ზრდის პოტენციალის კვლევა.