ახალი ამბები

2020-02-25 

შეხვედრები ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების (International და LDK) კონსულტანტებისა და სსე-ის ექსპერტების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
განსახილველ საკითხს Entso-E-ს ბაზრის წესების შემუშავებისა და დანერგვის მეთოდოლოგიის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. კონსულტანტებმა დეტალურად განიხილეს ევროპული ბაზრის წესების შინაარსი, სტატუსი და განხორციელების სტანდარტები. შეხვედრებზე ასევე იმსჯელეს რისკის შეფასების მეთოდოლოგიაზე, საქართველოსთვის ელექტროენერგიის კრიზისის სცენარების იდენტიფიკაციაზე, პრობლემური სიტუაციის გადაჭრის გზებსა და რისკების მართვის გეგმაზე.
აღნიშნული შეხვედრები ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარდაჭერა ენერგოსექტორში მიმდინარე ახალი რეფორმების განხორცილების მიზნით“ ფარგლებში ხორციელდება და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ევროკავშირის სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მეშვეობით, სსე-ში არსებული სამართლებრივი სივრცის ჰარმონიზაციაა.

rsz_87396504_1376344962552376_3340530330518945792_o.jpg11eka.jpg

კომუნიკაცია