ახალი ამბები

2020-01-23 

შეხვედრები ენერგოსექტორში მიმდინარე ახალი რეფორმების ფარგლებში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში გაიმართა კომპანიათა კონსორციუმის (Elia Grid International და LDK) წარმომადგენლების და სსე-ის თანამშრომლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა თემაზე „გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელშეკრულებები - მიერთება და წვდომა“.
შეხვედრა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხარდაჭერა ახალი ენერგეტიკული რეგულაციების იმპლემენტაციის პროცესში“ ფარგლებში გაიმართა და მის მთავარ მიზანს ევროპის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, სსე-ის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის დახვეწა და მისი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა წარმოადგენდა. შეხვედრაზე განიხილეს ევროპული წესებით დადგენილი ძირითადი საკითხები და Elia Grid International-ის სახელშეკრულებო პრაქტიკა ქსელთან მიერთებისა და წვდომის კუთხით.
Elia Grid International-ი უმსხვილესი გერმანული კომპანიაა, რომელსაც საერთაშორისო პროექტების მართვის მხრივ დიდი საკონსულტაციო გამოცდილება აქვს. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ შემუშავებული განვითარების ათწლიანი გეგმის თანახმად, კომპანიაში დაგეგმილია მასშტაბური საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ოპტიმიზაციის მიზნით, სსე ნერგავს მსოფლიოს თანამედროვე პრაქტიკებზე დაფუძნებულ მიდგომებს, რაც პროექტების განხორციელების პროცესს უფრო მოქნილს და ეფექტიანს გახდის.

232020 large1.jpg232020 large2.jpg232020 large3.jpg232020 large4.jpg

კომუნიკაცია