2020-02-05
სამუშაო შეხვედრა ვენაში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტებთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნებისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტებთან დაკავშირებით, არსებული ინსტრუმენტების გამოყენების გაცნობა. კერძოდ, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის კონტექსტში განხილული იქნა ინფრასტრუქტურის გამჭვირვალობის პლატფორმაზე (PLIMA) აღნიშნული პროექტის მოსახვედრად გასავლელი ეტაპები და ვადები.
„შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის“ განხორციელების შემთხვევაში, საქართველო ევროპულ ენერგოქსელს წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით დაუკავშირდება.