ახალი ამბები

2020-06-12 

პირველი სტატია საქართველოდან CIGRE-ს პარიზის სესიებზე

პირველად საქართველოში, CIGRE-2020-ის პარიზის ელექტრონულ და საუკუნოვან სესიებზე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლების მიხეილ რუხვაძისა და ომარ ბურდიაშვილის სამეცნიერო ნაშრომი „საქართველოს ელექტრული სისტემის ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის მოდელირება“ გამოქვეყნდება. ნაშრომი სსე-ის თანამშრომლებისა და კომპანია „პარვუს ჯგუფის“ ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ მნიშვნელოვანია სსე-ის თანამშრომლების ჩართულობა ელექტროენერგეტიკულ სისტემაში არსებული გამოწვევების შესწავლის, სამეცნიერო კვლევებისა და ელექტროენერგეტიკის დარგში არსებული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შეფასების პროცესში. სწორედ ამ შესაძლებლობას იძლევა „დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭო“ (CIGRE), რომელიც 59 ეროვნული კომიტეტს და მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნის 14 000-ზე მეტ წამყვან მკვლევარს, აკადემიკოსს, ინჟინერს, ტექნიკოსსა და მსხვილ მწარმოებელს აერთიანებს. სსე-ის ინიციატივით, CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტიც 2018 წელს სწორედ ამ მიზნით ჩამოყალიბდა, რათა ხელი შეწყობოდა ტექნიკური ცოდნისა და მონაცემების გაზიარებას ელექტროენერგეტიკის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სფეროში.

სსე ულოცავს მიხეილ რუხვაძეს და ომარ ბურდიაშვილს პროფესიულ წარმატებას!

pirveli-statia-saqarTvelodan-CIGRE-s-parizis-sesiebze-small.jpg

კომუნიკაცია