2020-02-21
ენერგეტიკული ბაზრების ვაჭრობის და რისკების მართვის სასწავლო კურსი
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული პროგრამის (UEP) ორგანიზებით, ჩატარდა „ენერგეტიკული ბაზრების ვაჭრობისა და რისკების მართვის სასწავლო კურსი“ , რომელშიც მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ენერგეტიკული ბაზრის განვითარების პროგრამის თანამშრომლებმა.
მონაწილეებს ჩაუტარდათ გაზითა და ელექტროენერგიით ვაჭრობის სიმულაციის ტესტი, რომელშიც სსე-ის გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა. სიმულაციის პლატფორმა საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ბაზრის ფუნქციონირების თავისებურებები და მონაწილეებმა გაიარონ წინასწარი მომზადება.
ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში 2021 წლიდან ამოქმედდება და დღით ადრე, საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს. ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრების დანერგვა იმ რეფორმის ნაწილია, რომელიც საქართველომ ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების თანახმად უნდა განახორციელოს.