ახალი ამბები

2020-03-05 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-მ ავსტრალიურ კომპანიას გამოცდილება გაუზიარა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი ავსტრალიის ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის (Essential Energy) და გერმანული საკონსულტაციო ფირმის (IPS) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს ქართული მხარის მიერ სსე-ში დანერგილი სამუშაოებისა და აქტივების მართვის სისტემის (WAM) შესახებ გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს WAM-ის პროგრამის მნიშვნელობა, სსე-ის თანამშრომლებმა ავსტრალიელ კოლეგებს გაუზიარეს გამოცდილება სისტემის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ და გასცეს რეკომენდაციები პროგრამის ექსპლუატაციის მეთოდებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროგრამა ხელს უწყობს ძირითადი აქტივების მართვას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ამარტივებს სამუშაო პროცესებს.
WAM-ის პროგრამა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში ძირითადი და დამხმარე ელექტრული დანადგარებისა და მოწყობილობების სწორი, სწრაფი და ოპერატიული მართვის განსახორციელებლად დაინერგა.
საქართველოში არსებულ კომპანიებს შორის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" პირველი ენერგოკომპანიაა, სადაც აღნიშნული სისტემის დანერგვა განხორციელდა.

essential energy 1.jpgessential energy 2.jpgessential energy  3.jpgessential energy  4.jpgessential energy 5.jpgessential energy 6.jpg

კომუნიკაცია