ახალი ამბები

2020-09-10 

10 სექტემბერი ენერგეტიკოსთა პროფესიული დღეა

დღეს ენერგეტიკოსთა დღეა!

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და სხვა ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებმა ქართველ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე გარდაბნის თბოსადგურში მიულოცეს.

სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა დარგში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ელექტროენერგეტიკის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დააჯილდოვა „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი ვაჟა მეტრეველი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-აკადემიკოსი გია არაბიძე.

ენერგეტიკოსთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ სსე-ის თანამშრომლები. ვლადიმერ მოციქულაშვილს, ნადიმ კვანტრიშვილს და გიორგი მოდებაძეს ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის წოდება მიენიჭათ, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და დარგობრივი პროფკავშირის ერთობლივი საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ: დარია ქარელი, კახაბერ ჯიქია, მიხეილ კირვალიძე და ვაჟა გუსარიშვილი.

ვულოცავთ ყველა ენერგეტიკოსს პროფესიულ დღეს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და პროფესიულ წარმატებებს ვუსურვებთ!

10-seqtemberi-energetikosTa-profesiuli-dRea-2020-1-small.jpg10-seqtemberi-energetikosTa-profesiuli-dRea-2020-2-small.jpg10-seqtemberi-energetikosTa-profesiuli-dRea-2020-3-small.jpg10-seqtemberi-energetikosTa-profesiuli-dRea-2020-4-small.jpg10-seqtemberi-energetikosTa-profesiuli-dRea-2020-5-small.jpg10-seqtemberi-energetikosTa-profesiuli-dRea-2020-6-small.jpg10-seqtemberi-energetikosTa-profesiuli-dRea-2020-7-small.jpg10-seqtemberi-energetikosTa-profesiuli-dRea-2020-8-small.jpg10-seqtemberi-energetikosTa-profesiuli-dRea-2020-9-small.jpg10-seqtemberi-energetikosTa-profesiuli-dRea-2020-10-small.jpg

კომუნიკაცია