ახალი ამბები

2019-11-13 

ტრენინგები SCADA-ს განახლების პროექტის ფარგლებში

მონაცემთა დისპეტჩერული მართვისა და შეგროვების პროგრამის (SCADA) განახლების პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებიც სსე-ის თანამშრომლებს ტრენინგებს ათი დღის განმავლობაში ჩაუტარებენ. პრაქტიკული მეცადინეობების მიზანია SCADA/EMS სისტემის მოდულის (Transmission Network Application - TNA) სრულად გაწყობა, რაც ამ სისტემაში არსებული ყველა სადგურის/ქვესადგურის ქსელის მოდელის ინდივიდუალურ განხილვას და SCADA\EMS-ის მონაცემთა ბაზაში კონფიგურირებას გულისხმობს.

TNA მოდულის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ეფექტური და უსაფრთხო დისპეტჩერიზაციის უზრუნველსაყოფად.

SCADA-ს განახლების პროექტი „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი დასრულება 2020 წელს არის დაგეგმილი.

treningebi-SCADA-s-ganaxlebis-proeqtis-farglebSi-2-small.jpgtreningebi-SCADA-s-ganaxlebis-proeqtis-farglebSi-3-small.jpgtreningebi-SCADA-s-ganaxlebis-proeqtis-farglebSi-1-small.jpg

კომუნიკაცია