ახალი ამბები

2019-02-15 

ტრანსფორმატორის მონტაჟი ბადიაურის ქვესადგურში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ტრანსფორმატორების სარემონტო სამსახურმა წარმატებით დაასრულა გარდაბნის ქვესადგურში არსებული, 110კვ ძაბვის ძალოვანი ტრანსფორმატორის დემონტაჟის და მისი კახეთის რეგიონში, კერძოდ, ქვესადგურში „ბადიაური-110“ გადატანისა და მონტაჟის სამუშაოები.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ზეთის რეგენერაციისა და სატრანსფორმატორო უჯრედის მოწყობის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდგომ, ტრანსფორმატორი შევა ექსპლოატაციაში. შედეგად, მნიშვნელოვნად ამაღლდება კახეთის რეგიონში ქსელის საიმედოობა და მომხმარებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან უწყვეტი, ხარისხიანი და სტაბილური ელექტრომომარაგებით.

transformatoris-montaJi-badiauris-qvesadgurSi-1-resize.jpgtransformatoris-montaJi-badiauris-qvesadgurSi-2-resize.jpg

კომუნიკაცია