ახალი ამბები

2019-07-12 

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები ესტუმრნენ.

სტუდენტებმა დაათვალიერეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილი ნავთლუღის ქვესადგური და სასწავლო ცენტრი. ცენტრში მოწყობილია სასწავლო პოლიგონი, სადაც სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში.

ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. ახალგაზრდა კადრების მოზიდვა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილია. სსე ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, მასში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ასევე დიდ ყურადღებას უთმობს ენერგეტიკისა და მონათესავე ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს, აძლევს მათ საშუალებას, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრში სრულიად უფასოდ გაიარონ სტაჟირების პროგრამა და შემდგომ დასაქმდნენ კომპანიაში.

მსგავსი ტიპის შეხვედრები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ მომავალშიც გაგრძელდება.

teqnikuri-universitetis-studentebi-navTlugSi-1-small.jpgteqnikuri-universitetis-studentebi-navTlugSi-2-small.jpgteqnikuri-universitetis-studentebi-navTlugSi-3-small.jpgteqnikuri-universitetis-studentebi-navTlugSi-4-small.jpgteqnikuri-universitetis-studentebi-navTlugSi-5-small.jpgteqnikuri-universitetis-studentebi-navTlugSi-6-small.jpg

კომუნიკაცია