ახალი ამბები

2019-06-15 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და KfW-ს შორის საპროექტო ხელშეკრულება გაფორმდა

დღეს, 15 ივნისს, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის გაფორმდა 100 მილიონი ევროს ღირებულების სასესხო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა და KfW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს საპროექტო ხელშეკრულებას.

გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები განხორციელდება. იგეგმება ელექტროგადამცემი ქსელის სრული რეაბილიტაცია კახეთის რეგიონში, როგორც ქსელის გაჯანსაღების, ასევე ქვესადგურების რეაბილიტაციის კუთხით. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობაც, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის ქვეყნის ენერგომომარაგებას და ხელს შეუწყობს ექსპორტ-იმპორტს.

პროექტები აქტიურ ფაზაში 2020 წელს შევა, ხოლო სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება.

sses-da-KfW-s-Soris-saproeqto-xelSekruleba-gaformda-1-small.jpgsses-da-KfW-s-Soris-saproeqto-xelSekruleba-gaformda-2-small.jpgsses-da-KfW-s-Soris-saproeqto-xelSekruleba-gaformda-3-small.jpgsses-da-KfW-s-Soris-saproeqto-xelSekruleba-gaformda-4-small.jpg

კომუნიკაცია